суббота, 14 декабря 2013 г.

დღევანდელი დღეს გავეცანი მოსწავლეთა  სავარაუდო ნამუშევრებს, გავითვალისწინებ ჩემს  პროექტების  შექმნაში; ეს ყველაფერი დამხმარება სწორად გავთვალო პროექტი. იდეები მაქვს, დრო არ მყოფნის.

воскресенье, 8 декабря 2013 г.


პროექტების კეთებისას რათქმაუნდა გვჭირდება რესურსები, ტექნოლოგიების სწორი გამოყენება ჩვენი მუშაობის ერთ-ერთი საწინდარია, ამიტომ უნდა ვიცოდეთ რამდენად სანდო წყაროებიდან ვიღებთ მასალებს და ხომ არ ვარღვევთბ საავტორო უფლებებს. ვიცავთ თუ არა ეთიკის ნორმებს. გავეცანი თემებს და მასალებს ამ საკითხების გარშემო და შევქმენი ციტირების დოკუმენტი, აგრეთვე გავითვალისწინე გამოყენებული ლიტერატურა, ვისწავლე როგორ გადმოვიტანო ლინკის მისამართი და რა რაოდენობით განვსაზღრო გადმოტანილი მასალა.

суббота, 7 декабря 2013 г.

უფრო სიღრმისეულად განვიხილეთ შეფასების სხვადასხვა მეთოდები, პროექტს სჭირდება შეფასების მუდმივი კონტრორება და სხვადასხვა მეთოდებისა თუ სტრატეგიების გამოყენება რადგან სწორად განვსაზღროთ მოსწავლის საჭიროებები, სწორად დავგეგმოთ პროექტის შემდეგი საფეხურები და ყოველ ეტაპზე სწორად გამოვავლინოთ მათი ცოდნა და უნარი. ვნახე შეფასების სტრატეგიები და გავამზადე ჩემი პროექტისთვის შეფასების დროში გაწერილი გეგმა.

суббота, 30 ноября 2013 г.


პროექტებით სწავლება ხელს უწყობს 21-ე საუკუნის უნარების განვითარებას.მოსწავლის ჩართულობა უფრო მეტად გამოვლენილია.საინტერესოა,ინოვაციურია ასეთი სწავლება.